პაქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაქსი(რომ.) „მშვიდობა“. ძველბერძნული ეირენეს თანაგვარი, მშვიდობის რომაული განსახიერება. პაქსი რომში განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობდა. ავგუსტუსის მმართველობის ჟამს მის პატივსადებად მარსის ველზე ააგეს მშვიდობის საკურთხეველი, სადაც ყოველწლიურად აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას.

პაქსს გამოსახავდნენ ახალგაზრდა ქალად, რომელსაც ხელთ ეპყრა სიუხვის რქა, ზეთისხილის რტო, კადუკეუსი და თავთავი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები