სილვანუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილვანუსი – (რომ.) ტყეთა ძველიტალიკური ღვთაება, რომელსაც პანთან აიგივებდნენ. იმპერიის ეპოქაში სილვანუსს სახლისა და კარ-მიდამოს მფარველად თვლიდნენ.
სილვანუსის კულტი გავრცელებული იყო ღარიბთა და მონათა შორის. ამიტომ მას წარმოსახავდნენ გლეხკაცის სამოსით, ნამგლითა და მცენარეული ნაყოფებით. მისი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ კარ-მიდამოს მფარველებად შერაცხული თხა, ძაღლი და გველი.