ბერიძე სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ბერიძე

ბერიძე სანდრო − (1957), ჟურნალისტი, პოეტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1957 წლის 8 მარტს, ქედის რაიონის სოფელ ჯალაბაშვილებში.

1978 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1983 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „ძოწისფერი გვირილები“ (თანაავტორია, 1987), „თეთრი ქორწილი“ (1992), „სიკვდილ-სიცოცხლის სიმღერები“ (1997), „უნაპირო ხილვები“ (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, 1999), „ჰოდა, იმას ვამბობდი…“ (2001), „უფლის ოქროს ჭურჭელი“ (2004), „სანთლის ხომალდი რვა პოეტით“ (2014), „რჩეული ლექსები“ (2016).

სანდრო ბერიძე იყო აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი, ქედის რაიონის პრეფექტი, აჭარის საარქივო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი.

ლაურეატია მემედ აბაშიძის და ზურაბ გორგილაძის პრემიებისა.



წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები