ფებრისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფებრისი – (რომ.) „ციებ-ცხელება“. რომში თითქმის ყოველ მოვლენას თავისი ღვთაება ჰყავდა. მათ შორის იყო ციებ-ცხელების ღმერთი ფებრისი, რომელსაც შეწუხებული ჰყოლია ლატიუმის მოსახლეობა. რომში მას სამი საკურთხეველი აუგეს.