ჟღენტი ნათელა
ნათელა ჟღენტი – დაიბადა 1937 წლის 13 მარტს, ქ. ბათუმში. დაწყებითი განათლება მიიღო ბათუმის მე-2 საშუალო სკოლაში. ამის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქობულეთში. 1954 წელს დაამთავრა ქობულეთის №4 საშუალო სკოლა, 1966 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოფელ ბობოყვათის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად (1962-1967), ქ. ქობულეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში, პარალელურად ქობულეთის მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში პედაგოგად (1968-1973), ქობულეთის №90 პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში (1974-1975), ქობულეთის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივნად (1976-2002).
2002 წლიდან პენსიონერია. არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ავტორია წიგნებისა: „ზღვის სიმფონია“ (2012), „სეინერები გადიან ზღვაში“ (2013), „ბილიკებში ჩაკარგული ოცნებები“ (2014), „შორეული გადმოსახედიდან“ (2017), „ღამენათევი ფიქრები“ (2018).