აბულაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ აბულაძე – ქართველი პოეტი და პუბლიცისტი. დაიბადა 1959 წლის 5 მაისს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პერიოდულად იბეჭდებოდა ადგილობრივ პერიოდულ პრესაში, ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, ახალგაზრდა პოეტთა კრებულებში.

აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ რელიგიურ თემებზე დაწერილ პუბლიკაციებს. იყო გაზეთების – „სხალთის ზარები“ და „საჩინო“ – რედაქტორის მოადგილე.

ეროვნული მოძრაობის წლებში იყო „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი, პრესმდივანი და ბოლოს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი-სპიკერი. 1991-1996 წლებში არჩეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 2004-2012 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში.

გამოცემული აქვს ლექსთა ორი კრებული – „სულის კიდობანი“ (2015) და „ზეცამდე“ (2019).

გარდაიცვალა 2016 წელს.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები