მეტრეველი ბორის
ბორის მეტრეველი – (1924-2014), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა 1924 წელს, ქალაქ სოხუმში. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (დაასრულა მხოლოდ ოთხი კურსი).
1970 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა ქალაქ ბათუმში. მუშაობდა პროზისა და პოეზიის ჟანრში.
გამოცემული აქვს წიგნები: „ბროლის ჩანჩქერები“ (ლექსები, 1960), „დალი“ (პოემა, 1963), „მოგონება“ (ლექსები, 1974), „იმედის ნაპერწკალი“ (მოთხრობა, 1976), „ლამაზი ღამის სიზმრები“, „მთიბავი ქარი“ და სხვ.
წლების განმავლობაში მუშაობდა: ქლუხორის რადიომაუწყებლობის რედაქციის ლიტერატურულ მდივნად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, სოხუმის ღვინის კომბინატის კლუბის გამგედ, აჭარის საექსკურსიო ბიუროს ექსკურსიამძღოლად, საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორად.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.