აბაშიძე ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული (დ. 10 ოქტომბერი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი — გ. 1997) – პროზაიკოსი. დაიბადა სოფ. ვეჯინში, გურჯაანის რ. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოქიმიური ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა „ალაზნის პირას“ 1947 წელს, „მნათობში“ გამოაქვეყნა.
ბიბლიოგრაფია:
- ალაზნის პირას [ერეკლე II შვილის ლევანის თავგადასავალი, ისტორიული] // მნათობი. – 1947. – № 4;
- დედა [მწყემსების ცხოვრებიდან] // მნათობი. – 1948. – № 10;
- ჭრელი ბაღდადი // მნათობი. – 1949. – № 6.
მის შესახებ:
- ალხაზიშვილი, შ. ნინო აბაშიძის მოთხრობები // მნათობი. – 1949. – № 9. – გვ. 175-179;
- Жгенти, Бесо. К новому под’ему грузинской литературы // Заря востока. – 1949. – № 159.
ლიტერატურა მწერალთა კავშირში // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 46.