ლიბერალური დემოკრატია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:22, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიბერალური დემოკრატია − დემოკრატიული მართვის იმგვარი ფორმა, რომელიც საზოგადოებრივი თანხმობის იდეალსა და შეზღუდული მმართველობის პრინციპს აერთიანებს. მისი „ლიბერალური“ თვისებები ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლის მეშვეობით მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლებების დაცვაში ვლინდება, ხოლო „დემოკრატიულობა“ — არჩევნების რეგულარულ და კონკურენტულ სისტემას ეფუძნება, სადაც განმსაზღვრელი საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და პოლიტიკური თანასწორობის პრინციპებია. ამავე ტერმინში შეიძლება პოლიტიკური მოძღვრებაც ვიგულისხმოთ, თუმცა ზოგადად, „ლიბერალური დემოკრატია“ მმართველობის კონკრეტულ ფორმასთან მიმართებით უფრო იხმარება. ამ ტიპის რეჟიმების განმსაზღვრელი ნიშან-თვისებებია:
- მონიშნული სიის ელემენტი საკონსტიტუციო მმართველობა, რომელიც დადგენილ და, როგორც წესი, სამართლებრივ ნორმებს ეფუძნება.
- სამოქალაქო თავისუფლებისა და პიროვნული უფლებების უზრუნველყოფა.
- ხელისუფლების გადანაწილება და კონტროლისა და დაბალანსების სისტემა.
- რეგულარული არჩევნები, რომელიც ითვალისწინებს პრინციპს: ერთი ამომრჩეველი — „ერთი ხმაა და ყოველი ხმა თანაბრად ფასობს“.
- პარტიული კონკურენცია და პოლიტიკური პლურალიზმი.
- სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფთა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა.
- საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული კერძო მეწარმეობა.