ჰონორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰონორი – (რომ.) „დიდება“. ღირსებისა და პატივის განმასახიერებელი ღმერთი, რომელსაც ვირტუსსთან ერთად სცემდნენ თაყვანს რომაელები.
ჰონორი, ვირტუსი, ბელონა და დისკორდია მარსის თანამავლებად ითვლებოდნენ. ჰონორს წარმოსახავდნენ ახალგაზრდა კაცად, რომელსაც ხელში სიუხვის რქა და შუბი ეკავა.