არსინოიონი კუნძულ სამოთრაკიაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:53, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კ. სამოთრაკია. არსინოიონი. რეკონსტრუქცია. ძვ.წ.281 წ.

არსინოიონი კუნძულ სამოთრაკიაზე – ელინიზმის ხანის საბერძნეთის საკულტო ნაგებობა კუნძლ სამოთრაკიაზე, აგებული ძვ.წ. 281 წელს ეგვიპტის მმართველის, პტოლემაიოს სოტეროსის ქალიშვილის, არსინოეს მიერ.

ნანგრევებში აღმოჩენილი წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი „დიდი ღმერთების“ სახელზე ყოფილა აგებული. მას საკმაოდ უცნაური გეგმარება ჰქონდა. ეს იყო ცილინდრული ფორმის ორიარუსიანი ნაგებობა, რომლის დიამეტრი 19 მეტრს შეადგენდა. გარედან ტაძრის ქვედა იარუსი ქვებით ნაგებ ყრუ ცილინდრს წარმოადგენდა და ცოკოლის ფუნქციას ასრულებდა 44 სვეტისაგან შემდგარი მეორე იარუსისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ზიდავდა საკმაოდ მასიურ ანტაბლემენტსა და მარმარილოს კონუსურ სახურავს. ექსტერიერის შესაბამისად, შიდა სივრცეც ორ იარუსად იყო დანაწევრებული; ამგვარი კომპოზიციური სტრუქტურა, უდავოდ, სიახლეს წარმოადგენდა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები