ნემეური თამაშები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნემეური თამაშები – საერთობერძნული ასპარეზობები, რომელიც არგოლისში (სამხრეთ საბერძნეთი) ტარდებოდა, ნემეას ველზე ზევსის საკურთხეველთან.
მითოსის თანახმად, ამ ზეიმის დაარსება მიეწერება არგოლისის მეფე ადრასტოსს. უფრო გავრცელებული ვერსიით, ზეიმი დააწესა გმირმა ჰერაკლემ მას შემდეგ, რაც ნემეას მძვინვარე ლომი მოახრჩო. ნემეები ტარდებოდა ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელს. მოასპარეზეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სრბოლაში. გამარჯვებულის ჯილდო იყო ზეთისხილის ან ნიახურის გვირგვინი. ეს თამაშები დაივიწყეს ქრისტიანობის დადგომისთანავე.