ქვედის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვედის ტბა – ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯეჯორას შენაკადის მდინარე ქვედრულას ხეობაში, რომელიც გაჩნდა კლდებოძალიდან მძლავრი კლდეზვავის მოწყვეტის შედეგად. ტბის ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², სიგრძე 970 მ-ია, სიგანე 110 მ, სიღრმე 16 მ.