აბრამიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 7 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრამიძე (XIX ს.) – მსახიობი-კომიკოსი; 1850 წელს, გ. ერისთავის მიერ განახლებული ქართული თეატრის დასის მონაწილე. შეუდარებლად ასრულებდა ვაჭარ-მევახშეთა როლებს, უფრო წარმატებით – ივ. კერესელიძის ხელმძღვანელობა რეჟისორობის დროს (რეცენზენტ-მწერლის ივ. ევლახიშვილის სიტყვით, მიკირტუმ გასპარიჩის სახასიათო როლს ასრულებდა „ისეთი ცოდნით, ისე ბუნებრივად, რომ მისი თამაში სრულქმნილებამდე აღწევს: ყოველი მოძრაობა, ყოველი გრიმასა, სიარული, მოსწრებული სიტყვა, გაუთავებელ სიცილს იწვევს, რაც გულში სევდიან შთაბეჭდილებას სტოვებს“, ხოლო ივ. კერესელიძის სიტყვით: „აბრამიძე იყო შესანიშნავი კომიკი, რომელიც „გამოვიდოდა თუ არა სცენაზე, ჯერ ხმაც არ ამოეღო, რომ ხალხი სიცილს დაიწყებდა“).

დაწერა პიესა: „რას უსმენ ქალიშვილს მათოს“.

წყარო
1. ცაგარელი, ა. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – [ტფ.]: ფედერაცია, 1936. – გვ. IX;
2. ბუხნიკაშვილი, გ. ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ.: 17, 22; Грузинский театр за сто лет. – Тб., 1950. – с. 15, 19;
3. გერსამია, სერგო. გიორგი ერისთავის თეატრი. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ.: 134, 138, 191, 192, 200, 203, 212.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები