განგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:56, 14 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განგი – (სანსკ. गङ्गा,Gaṅgā), ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და აზიის ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც გამოედინება ჰიმალაის უხვნალექიანი მაღალმთიანი ზონიდან, კვეთს ჰიმალაის მთებს, რომლის ფარგლებშიც წარმოქმნის ეფექტურ კანიონს და შუა და ქვემო დინებაზე გაედინება განგის ვაკეზე, ერთვის ბენგალიის ყურეს. განგის აუზის ტერიტორიაზე ბუნებრიეი პირიბები განსაკუთრებით ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენისა და მდინარის მძლავრი სისტემის განვითარებისათვის. მისი სიგრძე 2700კმ-ია, აუზის ფართობი 1120 ათასი კმ3, საშუალო წლიური ხარჯი (I3000მ3 / წამი) შვიდჯერ და უფრო მეტად აღემატება ხუანხეს. შესართავში ბრაჰმაჰუტრასთან ერთად წარმოქმნის ვრცელ დელტას, რომლის ფართობი 80000კმ3 აღწევს.