რიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:10, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიში – (ინდ.) ბრძენი, წინასწარმეტყველი, ღვთაებრივი ადამიანები, რიცხვით შვიდი, რომელთა სახელები სხვაობენ განსხვავებულ ტრადიციებში. ყველაზე სახელგანთქულნი მათ შორის არიან: ვიასა, გაუტამა, ვალმიკი, მანუ, ვიბხანდაკა, კაშიაპა. ზოგიერთი გადმოცემით, შვიდი რიში ოდესღაც დათვები იყვნენ, შემდეგ ცად ამაღლდნენ და დიდი დათვის შვიდწევრიანი თანავარსკვლავედი შეადგინეს.