გაიომართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაიომართი(ძველ. ირან.) „მოკვდავი სიცოცხლე“, პირველშექმნილი ადამიანი, პირველკაცი, ბიბლიური ადამის მსგავსად კაცთა მოდგმის წინაპარი.

ბუნდახიშნის მიხედვით გაიომართი მეექვსეა აჰურა მაზდას ქმნილებათა შორის: „მეექვსედ მან გაიომართი შექმნა, მზესავით მბრწყინავი...” გაიომართი არა მხოლოდ პირველკაცი იყო, არამედ პირველი მართალი და უცოდველი კაცი, რომელიც ისმენდა აჰურამაზდას შეგონებებს. ამავე დროს ის იყო პირველი მომკვდართა შორის. ანჰრო მაინიუმ მისი მოკვდინებით გააჩინა სიკვდილი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები