ამძუარჯინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამძუარჯინ-ი (ოს. Æмдзуарджын) – ვ. აბაევი Æм-дзуар-джын-ში გამოყოფს წინსართს (æм-), სუფიქსს (-джын) და ძირეულ სიტყვას дзуар (ჯვარს); ტერმინს კი შიფრავს, როგორც „თანამეჯვარეს“.

მაყრიონის ერთ-ერთი მონაწილე, კუხილხაცაგის (ხელისმომკიდის) დამხმარე, რომელიც პატარძალს მარცხენა მხარეს უდგას. ხელისმომკიდესთან შედარებით ამძუარჯინი საქორწილო რიტუალის მთელ პროცესში პასიურად გამოიყურეება და ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების მეჯვარეს მოგვაგონებს. ამძუარჯინი, ხელისმომკიდესთან ერთად, პატარძლის უახლოესი ნათესავი ხდება.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий калкндарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები