ბატონები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბატონები – სნეულების მომტანი სულები.
როცა ბატონები ეწვევიან ოჯახს, სადაც პატარა ბავშვია, მათ პატივით ეგებებიან; ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სიამოვნებთ. ბატონებს წითელი ფერი უყვართ, ამიტომაც ბატონებით დაავადებული ბავშვის ოთახს წითლად მორთავენ ხოლმე; ჩუმად დადიან, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რათა როგორმე მათი გული მოიგონ და სახლიდან კმაყოფილნი გაისტუმრონ. უმღერიან საგანგებო სიმღერას „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავნანინაო...“