ფეტიშიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფეტიშიზმი (პორტ.) - პრიმიტიული რელიგია, რომელიც აღმერთებს ნებისმიერ საგანს, რაც მას მოეწონება.
უსულო საგნების თაყვანისცემა, ნივთების გაიდეალება, კერპთაყვანისმცემლობა. „ფეტიში“ პორტუგალიური სიტყვაა და „გაკეთებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პორტუგალიელი მოგზაურები საგნებს, რომელთაც აფრიკელი აბორიგენები თაყვანს სცემდნენ.
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
- პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002