ალანია სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 1 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალანია, სოლომონ ლომინას [ლომის] ძე (18.. – 1909) – რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი და რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. დაიბადა ყოფ. ზუგდიდის მაზრაში, გლეხის ოჯახში. მუშაობდა სოფ. კორცხელსა და სხვ. 1905 წლის მიწურულს გლეხთა მრავალრიცხოვან მიტინგებზე ხშირად ლაპარაკობდა, რომ არსებული წყობილება უნდა მოისპოს, მთავრობა დაემხოს, გლეხებმა შეწყვიტონ სახელმწიფო გადასახადების გადახდა და ჯარში წასვლა, სახელმწიფო განაგოს ყველა მოქალაქის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიწა მიწის მუშებსვე დაუბრუნდეს (რადგან მიწა უსამართლოდ მემამულეებს მიეკუთვნათ) და სხვ. ყველა ამის შესასრულებლად კი საჭიროდ შეიარაღებული აჯანყებას თვლიდა. „ზუგდიდის რესპუბლიკის“ საქმისათვის 1907 წელს პასუხისგებაში მისცეს. სამოსამართლო პალატამ 1908 წლის 12-16 სექტემბერს ციმბირში გადასახლება მიუსაჯა. გაიგზავნა ს. მანზურკას, ვერხოლენსკის მაზრაში. 1909 წელს იქვე გარდაიცვალა.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ჟღენტი, თენგიზ. რევოლუციონური მოძრაობა სამეგრელოში 1905 წ. – ტფ.: სახელგამი, 1929. – გვ.: 54, 58-84;
  2. Иркутская ссылка – 1934. – с. 284.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები