სპელეოლოგია
სპელეოლოგია – სიტყვა „სპელეოლოგია“ ნიშნავს მღვიმეთმცოდნეობას და წარმოსდგება ბერძნული სიტყვებისაგან, spēlaion — „მღვიმე“ და logos — „ციდნა“, სპელეოლოგიის მიზანს, ამრიგად, მღვიმეების შესწავლა შეადგენს.
შვეიცარიელი მღვიმეთმცოდნის ალფრედ ბიოგლის თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და გეოგრაფიას ენათესავება.
სპელეოლოგია სწავლობს მღვიმეებს ყველა არსებული თვალსაზრისით, ამიტომაც ის ცოდნის კომპლექსური დარგების კატეგორიას მიეკუთვნება. სპელეოლოგიურ კვლევას შემდეგი ძირითადი ასპექტები ანუ შტოები აქვს:
- გეოლოგიური და პალეობიოლოგიური;
- გეომორფოლოგიური;
- კლიმატოლოგიური;
- ჰიდროლოგიური;
- ბიოლოგიური;
- არქეოლოგიური;
- ტოპოგრაფიული;
- ლანდშაფტური.
ამ ამოცანების შესაბამისად, სპელეოლოგიური კვლევა ემყარება საბუნბისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მთელ რიგ მეთოდებს და ხერხებს:
1. მღვიმეთა გეოლოგიურ კვლევაში, რომლის ობიექტებია სიღრუვის მთავსი და საღრუვეში წარმოქმნილი ქანები და მინერალები, გამოიყენება მეთოდები:
ა) პეტროგრაფიული (მექანიკური, ქიმიური, მინერალოგიური ანალიზი);
ბ) სტრუქტურულ-გეოლოგიური;
გ) აბსოლუტური გეოქრონოლოგიისა (ურან-თორიუმის რადიონახშირბადული, ნალექთა წლიური შრეების დათვლისა და სხვ. მეთოდები);
დ) პალეონტოლოგიური (პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური, მათ შორის განამარხებული მცენარეული მტვრისა და დიატომური ანალიზები).
2. მღვიმეთა მორფოლოგია შეისწავლება შემდეგი მეთოდებით:
ა) მორფოლოგიური აღწერა (ტოპოგრაფიული აგეგმვის შედეგების გამოყენებით);
ბ) მღვიმის შეპირისპირება: სხვა მღვიმეებთან რელიეფის ზედაპირულ ფორმებთან (ტერასებთან, ძველ ხეობებთან, კარსტულ ტაფობებთან), აგრეთვე რეგიონულ გეოლოგიურ, ჰიდროგრაფიულ და სხვა პირობებთან;
გ) ფარული (უხილავი) კარსტული სიღრუვეები შეისწავლება გეოფიზიკური მეთოდებით – გეოელექტრულით (ყველაზე მნიშვნელოვანია), გრავიმეტრიულით, სეისმომეტრიულით, მაგნიტომეტრიულით, გეოთერმიულით, რადიოტალღურით ანუ ონდომეტრიულით, აგრეთვე ბურღვითაც.
3. მღვიმეთა კლიმატური პირობები შეისწავლება:
ა) ტემპერატურაზე, წნევაზე, სინოტივეზე, განათებაზე, ჰაერის მოძრაობაზე უშუალო დაკვირვებით (ჩვეულებრივი და თვითჩამწერი მეტეოროლოგიური ხელსაწყოებით, ზოგჯერ სტაციონარულად);.
ბ) მღვიმურ თოვლ-ყინულზე დაკვირვებით (სადაც ასეთი მოიპოვება).
4. მღვიმეების ჰიდროლოგიურ რეჟიმზე დაკვირვების მეთოდები:
ა) უშუალო ვიზუალური და ინსტრუმენტული დაკვირვებანი მიწისქვეშა მდინარეებზე, ტბებზე და წყაროებზე;
ბ) წყალსაყვინთი მოწყობილობის (აკვალანგების) გამოყენება;
გ) მღებავი და სხვა ნივთიერებებით მიწაში ჩამავალი ნაკადების აღნიშვნა:
დ) დაკვირვებანი მღვიმეებში წყლის მიერ შეტანილ მასალაზე და ნივთებზე.
5. მღვიმეთა ორგანული სამყაროს კვლევის მეთოდები:
ა) ბოტანიკური (მიკროსკოპული მეთოდის ჩათვლით);
ბ) ზოოლოგიური (მიკრობიოლოგიური მეთოდის ჩათვლით).
6. ადამიანის მღვიმეებშე ბინადრობის კვლევის არქეოლოგიურ-ისტორიული შესწავლის მეთოდები:
ა) მღვიმური ნაფენების დაშურფვა-გათხრა;
ბ) მღვიმის კედლებზე შემონახული ძველი მხატვრობის, ნიშნებისა და წარწერების კვლევა:
გ) მღვიმეში შემორჩენილ ნაგებობათა არქიტექტურული, ეპიგრაფიკული და სხვაგვარი შესწავლა.
7. მღვიმეთა ტოპოგრაფიული აგეგმვის მეთოდები:
ა) თვალზომური;
ბ) ინსტრუმენტული.
ნათელია, რომ ერთი ადამიანი ვერ გაუძღვება ყველა ჩამოთვლილი მეთოდის გამოყენებას, ამიტომაც მღვიმის სრული შესწავლა–დახასიათებისათვის საჭიროა ან სხვადასხვა მკვლევარების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული სპეციალური გამოკვლევების შედეგთა სინთეზი, ან ერთდროული კომპლექსური კვლევა სხვადასხვა ·დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. სპელეოლოგი, ისევე როგორც გეოგრაფი, თავისი კვლევის ობიექტს პირადად ყველა თვალსაზრისით თანაბრად ვერ შეისწავლის და იძულებულია მიმართოს სხვა სპეციალისტების ნაშრომებს, კონსულტაციას ან თანამშრომლობას. ამრიგად, ყოველი კომპლექსური სპელეოლოგიური შრომა კოლექტიურია ან ნაწილობრივ მაინც კომპილაციური.
სპელეოლოგი არა მარტო სარგებლობს სხვადასხვა სამეცნიერო დარგის მეთოდებით, არამედ, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ დარგების განვითარებას, აწვდის მათ საინტერესო და ზოგჯერ დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და დებულებებს.
სპელეოლოგიის განვითარების მოკლე ისტორია
მღვიმეები ადამიანს ყოველთვის აღუძრავდა ინტერესს. თავდაპირველად ეს პრაქტიკული საჭიროებებით იყო გამოწვეული. ისტორიამდელ ხანაში ადამიანები მღვიმეებში ბინადრობდნენ, ხოლო ისტორიულ წარსულში მათ ციხე- სიმაგრეებად ან სამლოცველოებად იყენებდნენ. მეცნიერული ინტერესი მღვიმეებისადმი წარმოიშვა ანტიკურ ხანაში. ამის დამადასტურებელია სტრაბონის თხზულება „გეოგრაფია 17 წიგნად“, რომელიც წარმოადგენს ძველი ბერძნებისა და რომაელებისათვის ცნობილი ოიკუმენის (დედამიწის დასახლებული ნაწილის) სრულ დახასიათება-აღწერილობას მისი ბუნებრივი და ეთნოგრაფიული ნიშნების მიხედვით.
სტრაბონის „გეოგრაფიაში“ მოხსენებულია ევროპის, აზიისა და აფრიკის („ლიბიის“) მრავალი მღვიმე, რომელთა უმეტესი ნაწილი სტრაბონის მშობლიურ მცირე აზიასა და საბერძნეთში მდებარეობს.
საშუალო. საუკუნეებში - მღვიმეების შესწავლა არ მისულა ისეთ ფართო: ლიტერატურულ ასახვამდე, როგორსაც სტრაბონის ნაშრომში ვხედავთ. ამ ხანაში მღვიმეები გამოიყენებოდა (ხელოვნურადაც იქმნებოდა) სამხედრო და რელიგიური მიზნებისათვის, – სათანადო მაგალითები ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გვაქვს (მღვიმევის მონასტერი და ხვამლის სახიზნავი იმერეთში და კარსტულ მღვიმეებში მოთავსებული სხვა ნაგებობანი აფხაზეთ-ოდიშ-რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე; მრავალი გამოქვაბული და ქვა- ბოვანი აღმოსავლეთ საქართველოში) საშუალო საუკუნეები დასასრულს მეცნიერული ინტერესი მღვიმეებისადმი ისევ ღვივდება.
ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“ (XVIII ს. პირველი ნახევარი), აღწერილია დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კარსტული (ძევრი, ხვამლი, ქვაციხე). ვულკანური (ხორხები) და ხელოვნური (ვარძია, უფლისციხე, გარეჯა, კუმისი, ძელი ჭეშმარიტი, ქციის ხრამი, აბუხალო, შიომღვიმე, ბოდორნა, ბეთლემი, საბაწმინდის მთა, კისისხევი, დიგორი, ვანა, ოთა) მღვიმეები.
XIX საუკუნეში ინტერესი მღვიმეების შესწავლისადმი საგრძნობლად იზრდება უმთავრესად არქეოლოგიურ ძიებასთან დაკავშირებით და გეოლოგიური ცოდნის განვითარების მეოხებით. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების კარსტულ მღვიმეებში აღმოჩენილ იქნა პირველყოფილი ადამიანის იარაღებისა და მის მიერ ნანადირევი გარეული ცხოველების ძვლების შემცველი ნაფენები („კულტურული შრეები“), რაც საფუძვლად დაედო კაცობრიობის სიძველის აღიარებას (ე. ლარტე. ბუშე-დე-პერტი) და მისი ისტორიამდელი წარსულის პერიოდიზაციას (ჟან-დე-მორტილიე). XIX საუკუნის ბოლოში მსოფლიოს ბუნებრივი და ხელოვნური მღვიმეების შესახებ დაგროვებული ცნობები მეორედ შეაჯამა სახელგანთქმულმა ფრანგმა გეოგრაფმა ელიზე რეკლიუმ, რომლის თხზულებები (პირველ რიგში მაოფლიოს მრავალტომიანი მიმოხილვა „დედამიწა და ადამიანები“) უხვ ფაქტობრივ მასალას შეიცავს რეგიონული სპელეოგრაფის დარგში. რეკლიუს მიერ აღნიშნულია კარსტული ჰიდროგრაფიის მრავალი თავისებური მაგალითი (მიწისქვეშა მდინარეები, ზღვის ფსკერიდან ამომავალი ვოკლუზები„ მღვიმეებში შემავალი ზღვის წყალი, კუნძულებზე ამომდენარე კონტინენტის წყლები, ზღვის წყლის გამოსავლები ხმელეთზე), პირველყოფილი კულტურის ნაშთების შემცველი ან ფაუნის თავისებური წარმომადგენლებით დასახლებული კარსტელი მღვიმე-ები, აზია-აფრიკის უძველესი გამოქვაბულები, კონტანენტთა და კუსძულთა ნაპირებზე ზღვის ტალღების მოქმედებით გამომუშავებული მღვიმეები და ა. შ.
თანამედროვე სპელეოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მკვლევარი ედუარდ-ალფრედ მარტელი (XIX ს. დასასრული და XX ს. დამდეგი). მას. ეკუთვნის პირველი მიღწევები მღვიმეთა ძნელმისასვლელ ნაწილებში. მღვემეთა მორფოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევის გაღრმავების ღვაწლი. მისა საქმიანობამ მძლავრი სტამული მიანიჭა სპელეოტექნეკის განვითარებას. ჩამოაყალიბა მღვიმეთმცოდნეობა მეცნიერების განსაკუთრებულ დარგად. სხვათა შორის, მარტელი ეწვია ჩვენს ქვეყანასაც (1903 წელს), გამოიკვლია არაბიკას მასვის თოვლ-ყინულიანე უფსკრულები, უფლისციხის გამოქვაბული ციხე-ქალაქი და სხვა სპელეოლოგიური ობიექტები.
ედუარდ-ალფრედ მარტელის შემდეგ სპელეოლოგია აღმავლობას განიცდის როგორც მის სამშობლოში – საფრანგეთში, ისევე ევროპისა და ჩრდილო ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებშიც. უკანასკნელ 70-80 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიქმნა მრავალი სპეციალური სპელეოლოგიური დაწესებულება, გამოდიოდა და გამოდის სპელეოლოგიური ჟურნალები და კრებულები, მეცნიერული და პოპულარული წიგნები.
XX საუკუნეში მეორე ნახევარში საქართველოში აღმოჩენილ და გამოკვლეულ მრავალი ადრე უცნობი მღვიმე: ანაკოფიის უფსკრული, უფსკრულები არაბიკას, ასხის, ყვირას კირქვულ მასივებზე (ვახუშტი ბაგრატიონისა, კრუბერის, მარტელის, დიდი გარამი, „ცოტნე დადიანისა და სხვ.); აფხახეთ-ოდიშის კლასტოკარსტული მღვიმეები (კორცხელი, ნაზოდელავო, გარახა, სავეკუო, ზემო ლიხნი, აჯიმჩიღრი და სხვ.); კირქვული მღვიმეები სათაფლია, ჯორწყუ, დემიშფოქვა, მოთენა, ურთა, საგუნიო, მთისკალთა, არსენ ოქროჯანაშვილისა, ჟეოფსე, სანდრიფშე, ზედა ქვილიშორი, ნავენახევი, წონა, ბერეთისა, ნიგოზეთი, სვერე და სხვ. გაღრმავებულ იქნა ცოდნა ისეთი შესა5იშნავი მღვიმეების შესახებ, როგორებიცაა აბრსკილის, ცუცხვათის და რიგი სხვა მღვიმეები, განვლილ იქნა ტყიბულა-ძევრულას მიწისქვეშა კალაპოტი. საქართველოს მღვიმეების შესწავლის საფუძველზე დაზუსტებულია ზოგადი შეხედულებანი ნგრეულ ქანებში კარსტული პროცესების თავისებურებაზე, მღვიმის ასაკის ცნებაზე და მისი განსაზღვრის მეთოდებზე, მღვიმის განვითარების სტადიებზე, მღვიმურ სართულიანობაზე; ნახული იქნა ადამიანის უძველესი ნაბინავრები(მღვიმეები კუდარო და წონა), მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი 12 კარსტული სიღრუვე (ანაკოფია), რეკორდულად მრავალსართულიანი მღვიმური სისტემა (ცუცხვათი), უგრძესი კონგლომერატული (ნაზოდელავო) და ქვიშაქვური (კორცხელი) მღვიმეები.