ჩანჩქერული მღვიმეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:39, 9 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩანჩქერული მღვიმეები ჩნდება ვარდნილი წყლის ჭავლებისა და შხეფების ზემოქმედებით ქანზე. მათ მაგალითს წარმოადგენს მღვიმე ბრაზილიაში, ჩანჩქერ „ბრაზილიის საოცრების“ ქვეშ (მდ. სან-ფრანცისკოზე, მდ. რიუ-გრანდეს შესართავს ქვემოთ). მასში ბუდობენ ათასობით ვამპირები (სისხლის მწოველი ღამურები). ტალანები ხანდახან წყლით ივსება.