ჰომეროსული ხარხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:12, 26 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰომეროსული ხარხარი – ეს გამოთქმა უკავშირდება ძველი სამყაროს უდიდეს პოეტს, ჰომეროსს, რომელმაც თავის პოემებში („ილიადა“ I, 599. „ოდისეა“ VIII, 326) აღწერა ღმერთების ხარხარი.
გადატანითი მნიშვნელობით „ჰომეროსული ხარხარი“ გარდამეტებულ, გულიან სიცილს გულისხმობს.