ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 17 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
'შალვა ამირეჯიბი

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე (1887, 15/I – 1943, VII) - მგოსანი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი სოციალ-ეკონომისტი, ნაციონალ-დემოკრატების ლიდერთაგანი, ემიგრანტი. დაიბადა სოფელ ხურვალეთში, გორის რ., წვრილი მემამულის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში დაიწყო მუშაობა. 1906-1909 წწ. საზღვარგარეთ – ვენაში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, როგორც თავისუფალი მსმენელი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჟურნალ „ერში“ დაიწყო თანამშრომლობა. 1911 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურებთან ერთად დაატუსაღეს, თუმცა პარტიაში აღარ ირიცხებოდა. 1912 წლის დამლევს სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისში, სადაც რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“, შემდეგ „იმერეთს”. 1915 წელს ჯარში გაიწვიეს, დასავლეთის ფრონტზე წელიწადნახევარი დაჰყო. რევოლუციის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში და გაზეთ „საქართველოში“ დაიწყო მუშაობა. 1917 წელს საქართველოს ინტერპარტიულმა ბიურომ რუსეთის დემოკრატიულ თათბირზე დელეგატად გააგზავნა. აქ აირჩიეს წინასწარ პარლამენტის წევრად, საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე – ეროვნული საბჭოს, შემდეგ პარლამენტის, დამფუძნებელ კრებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.

წერილებში უმთავრესად სამშობლო ქვეყნის მდგომარეობასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეხებოდა. წერილები ჟურნალ-გაზეთებშია გაბნეული ფარსმან ფარუხის და სხვა ფსევდონიმებით.

ცალკე გამოცემულია:
1. მინანქრები [ლექსები]. – თბ., 1920. – 46 გვ.;
2. ვასილ აბაშიძე. 50 წლის მოღვაწეობის გამო. – ტფ., 1922. – 26 გვ.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Кавказское слово. – 1917. – 14 сентября.
2. შენგელაია, დ. დაგვიანებული მაყარი, შ. ამირეჯიბის პოეზია // „ლომისი“. – 1922. – № 6;
3. ლასხიშვილი, გიორგი. მემუარები (1885-1915). – ტფ., 1934. – გვ.: 269, 297;
4. Революция и национальный вопрос. – Т. З. – М, 1930. – с. 398;
5. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469.

იხილე აგრეთვე

ამირეჯიბი შალვა

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები