ახვლედიანი იასონ
ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე - (7.IV.1852 - 19.I.1940), ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის და 1904-1905 წლების რუსეთ- იაპონიის ომების მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.
დაიბადა ქუთაისის გუბერნიის დაბა ვანში, აზნაურის ოჯახში.
- დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.
- რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე.
- 1900 გროზნოს სარეზერვო ბატალიონის უფროსი.
- რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე.
- ბატალიონის მეთაური.
- მანჯურიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე.
- 1906-1911 წლებში პოლკის მეთაური, აბასთუმნის ჰოსპიტლის უფროსი, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტი.
- 1912 წლიდან თადარიგში გავიდა.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-4 ხარისხის, მე-3 ხარისხის, მე-2 ხარისხის, 1-ლი ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის.
1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ვეტერანთა სახლის უფროსი. 1921 საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.
მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები