ართმელაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ართმელაძე

ართმელაძე დავით ადამის ძე - (1.II.1865 - 1938) - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

აიბადა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვიანში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. 1885 სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით). გაიგზავნა პოდპორუჩიკად ელიზავეტოპოლის 156-ე ქვეით პოლკში. პორუჩიკი (1892). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1901). I მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. პოლკოვნიკი (1915). 1917 წლის იანვარში დაინიშნა თურქესტანის მე-16 პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში - 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე 3-ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაპირველად იყო ქართული კორპუსის 1-ლი დივიზიის მეთაური. 1920-1921 წლებში სარდლობდა ქართული არმიის პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლ შენაერთებს. გენერალ მაზნიაშვილთან ერთად განდევნა ქემალისტები ბათუმიდან 1921 წლის მარტში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სამხედრო სკოლაში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი. თბ., 2015;
  • საიტი - Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru;
  • М. Гогитидзе. Военная элита кавказа.т. I. 2007.


იხილე აგრეთვე

დავით ართმელაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები