ტატიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:15, 22 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ტატიშვილიქართველი ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, დროებითი მთავრობის არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. I მსოფლიო ომის მონაწილე. გიორგის ჯვრის კავალერი.

დაიბადა თბილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. საერო განათლება მიიღო სახლში. ჯარში მსახურობდა 1877 წლიდან. დაამთავრა ჩუგუევის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა 56-ე ქვეით სარეზერვო ბატალიონში, თურქესტანის სამხედრო ოლქში. მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო პოლკში, ხოლო შემდეგ – ბატალიონს თურქესტანის მე-9 მსროლელ პოლკში.

1914 წლის 24 მარტს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ასაკობრივი ცენზით, მუნდირით, პენსიით და პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებით. იმავე წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით კვლავ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და დანიშნეს პერმის 293-ე ქვეითი დრუჟინის მეთაურად. შემდეგ მსახურობდა თურქესტანის მე-40 მსროლელი პოლკის მეთაურად.

1915 წლის 15 იანვარს კავკასიის არმიის მთავარსარდლის ბრძანებით დაინიშნა 221-ე ქვეითი სათადარიგო ბატალიონის მეთაურად, რომელიც შედიოდა შავიზღვისპირეთის რაზმში (კავკასიის საომარ მოქმედებათა თეატრზე). 1917 წლის 11 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება თადარიგში გასვლით, მუნდირით და პენსიით.

1918-1920 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო: წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1917 წლის 11 ოქტომბერს); წმინდა სტანისლავის III (1914 წ.) ხარისხის ორდენით; წმინდა ანას III (მახვილებით – 1917 წ.) ხარისხის ორდენით;

გარდაიცვალა 1920 წელს. დაკრძალული იყო თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები