ანდრონიკაშვილი იასტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:48, 26 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრონიკაშვილი, იასტო (იოსტოს არქიმანდრიტი) (XVIII – XIX სს.) – პედაგოგი, სწავლა-განათლების გამავრცელებელი და ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველი, ფილოსოფოსად წოდებული. XVIII საუკუნეში, თავის მიერ აღზრდილ მოწაფე-მოძღვრებთან ერთად, სასკოლო საქმის აღორძინებას ხელს ძლიერ უწყობდა. აღზარდა სკოლის მოძღვარნი: იოანე კალოუბნელი, ნიკ. ხელაშვილი, ზაქ. ლალახანაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვ.

მონაწილეობდა 1804 წლის მთიულეთის ამბოხებაში (ხალხს სპარსეთის შაჰის ფირმანებს უკითხავდა მეფის რუსების გაჟლეტის შესახებ და მეამბოხეთ ყოველი ღონისძიებით ეხმარებოდა). მღვდელმსახურობის დროს „მშვიდობიანებში“ რუსეთის იმპერატორის ნაცვლად ქართველ ბატონიშვილებს – ალექსანდრესა და ფარნაოზს იხსენიებდა. 1804 წელს, მეფის მთავრობამ ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად შეიპყრო.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ფრონელი, ალექსანდრე. მთიულეთი 1804 წ. – ტფ., 1896. – გვ. 338, 355;
  2. კეკელიძე, კ. ქართული ლიტერატურის ისტორია. – მე-2 შევსებ. და შესწ. გამოცემა. – ტ. I. – თბ., 1941. – გვ. 79-80; იგივე, მე-3 გადამუშ. და შევს. გა-მა. – თბ., 1951. – გვ. 75.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები