გოლოვანოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ გოლოვანოვი

გოლოვანოვი ნიკოლოზ სიმონის ძე - (9. I. 1891, მოსკოვი, – 28. VIII. 1953, იქვე), რუსი დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1948), 1914 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1918-36 იყო დიდი თეატრის დირიჟორი, ხოლო 1948-53 – მთავარი დირიჟორი. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფესორი), ხელმძღვანელობდა საოპერო და საორკესტრო კლასებს. დირიჟორობდა უმთავრესად რუსულ კლასიკურ ოპერებს.

მისი მეუღლე იყო გამოჩენილი რუსი მომღერალი ანტონინა ვასილის ასული ნეჟდანოვა (16. VI. 1873-26. VI. 1950), რომელთან ერთადაც გამოდიოდა ანსამბლში (ასრულებდა ფორტეპიანოს პარტიას).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები