ანლვალ ბერთენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანლვალ ბერთენ-ი (ბაგვ. Анлъвалъ бертен – „ცხვართა ქორწილი“) – ცხვრის ნერბვის ბაგვალური დღეობა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად წინასწარ ემზადებოდნენ: ყიდულობდნენ ხილს, ამზადებდნენ ტკბილეულს, ბოზას, კლავდნენ ცხვარს და სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ; საღამოს ბავშვები აწყობდნენ საწესო მსვლელობას იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც საერთო ფარა ჰყავდათ და აგროვებდნენ კაკალსა და ჩირს თავიანთთვის, ხოლო ხორცსა და ყველს – მწყემსთათვის; საჩუქრის მიღებისას ოჯახს დალოცავდნენ: „ღმერთმა მოგცეთ ისეთი დიდდუმიანები ბატკნები, რომ ზიდვა გაგძნელებოდეთ“.
ლიტერატურა
- Булатова А. Г. Традиционные праздники и обряды народов Горного Дагестана в XIX – начале XX века. Махачкала, 1988.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017