არვითაგაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არვითაგაგ-ი (ოს. Æрвитæггаг – „ძღვენის გაგზავნა“) — საახალწლოდ მშობლებთან სტუმრად მყოფი გათხოვილი თანამოგვარე ქალიშვილებისათვის ძღვენის გაგზავნის ჩვეულება. ახლობელი თანამოგვარეები თავს ვალდებულად თვლიდნენ ნათესავი სტუმრისთვის მიერთმიათ სამი ცალი ღვეზელი, ლუდი და არაყი და ამით მიელოცათ მისთვის ახალი წელიწადი. არვითაგაგი მრავალ ხალხში ცნობილი ჩვეულების — საახალწლოდ საწესო საჩუქარგაცვლის რიგში უნდა განვიხილოთ.
ლიტერატურა
Гаглойти З. Д. Очерки по этнографии осетин. Тб., 1974; Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017