ქორალიმზირი - (სვან.), სახლის მფარველის სახელზე გამართული ლოცვა-ვედრება, რომელსაც ქალები მართავდნენ კაცების ფარულად. ქორა ლიმზირის შესრულების დროს ლემზირებს სწირავდნენ მეზირს და კერასაც. ამ დანიშნულებისათვის ცხვებოდა კერის შესაწირი კვერი.
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი