ჯაჭვი სარიტუალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯაჭვი სარიტუალო - აღმ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, დადასტურებულია ფაქტები: ყელზე ჯაჭვით მლოცველი ტაძარს ხოხვით სამჯერ შემოუვლის, მას ღვთის წინაშე აღთქმა აქვს დადებული, ერთი კონკრეტული სურვილი რომ შეუსრულოს ღმერთმა.
ჯაჭვი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატ-ჯვარის შესაწირავსაც წარმოადგენდა. მისი გამოყენება ყველა მლოცველს შეეძლო. ჯაჭვი, როგორც სარიტუალი საგანი და მასთან დაკავშირებული წესები, წინაქრისტიანული რელიგიური რწმენებიდან მომდინარეობს.
ლიტერატურა
ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, I. ფშავი. 1974. ა.გ.