გიორგაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე – (დ. 20 ნოემბერი, 1879, ს. უხუთი, ქუთაისის მაზრა). ქართველი. სოციალ-დემოკრატი. პროფესია: ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: ინჟინერის ქუჩა № 4

სარჩევი

განათლება

განათლება: სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტი, იურიდიული განათლება

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

სტუდენტობის დროს დორბატში სტუდენტების მოძრაობაში ვიღებდი მონაწილეობას; ქ. ქუთაისში ვცემდი ყოველკვირეულ გაზეთ „ფონს“ 1909 წელს; მთავრობის საწინააღმდეგო წერილის დაწერისათვის სასამართლომ გადუწყვიტა 1919 წელს სამი თვის „крђпость“. ეს სასჯელი ქუთაისში მოიხადა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დამიჭირეს და თითო თვე ციხეში მამყოფეს, მერმეთ 1914 წელს გადასახლება გადამიწყვიტეს ქუთ. გუბერნიიდგან. როგორც არა საიმედოს პოლიტიკურად. ძველი რეჟიმის დროს ნაფიცი ვექილობის ხარისხი არ მომცეს, რევოლუციის შემდეგ მივიღე. ვმუშაობდი ქუთაისის ორგანიზაციებში. ამირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრათ. ვიყავი თავმჯდომარე ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსი. ქუთაისის გუბერნიის კომისარი. ჩხენკელის კაბინეტში სამხედრო მინისტრი და მის შემდეგ დღემდის სამხედრო მინისტრი.

იხილეთ აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები