ბრიგანტინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 24 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგანტინა
(ფრ. brigantin < brigand–ყაჩაღი).
- პატარა იალქნიანნიჩბიანი სწრაფმავალი გემი გალერის ტიპისა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზში XV–XVIII სსში. ჰქონდა 8–16 წყვილი ნიჩაბი თითოეულზე 1 მენიჩბით და 12 ანძა სამკუთხა იალქნებით. ფართოდ იყენებდნენ დალმაციელი და ტუნისელი მეკობრეები, აგრეთვე ევროპული ქვეყნებისა და თურქეთის ფლოტებში.
- იალქნიანი 2–3ანძიანი გემი XVIII–XX სსში პირდაპირი აღჭურვილობით ფოკანძაზე. ბები შედიოდნენ მრავალი ქვეყნის სამხედრო ფლოტების შემადგენლობაში, გამოიყენებოდნენ სავაჭრო გემებადაც. წყალწყვა 300 ტმდე, სიგრძე 19–36 მ, სიგანე დაახლ. 3,5 მ, ჩაჯდომა 5,5 მმდე, ეკიპაჟი 70–150 კაცი.