ბულბკილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 24 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბულბკილი
(ინგლ. bulbkeel)
, ფარფლური კილის კონსტრუქცია, გამოიყენება იალქნიან იახტებზე და მოდელებზე.
შედგება ბრტყელი ან პროფილირებული ლითონის ფურცლისგან, რომელსაც ქვემო ნაწიბურზე გარსშემომდენი ფორმის მძიმე ბალასტი–ბულბი აქვს. ბულბკილი შეიძლება იყოს შედუღებული ან სხმული; იახტის კორპუსზე მაგრდება ჭანჭიკებთ.
