ბჰაგავატგიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 25 სექტემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბჰაგავატგიტა - ინდუსთა წმინდა წიგნებში გამორჩეული ადგილი „ბჰაგავატგიტას“ უჭირავს, რომელშიც მეეტლისა და სარდლის - კრიშნასა და არჯუნას - დიალოგია წარმოდგენილია.
კრიშნა ღმერთია, მოვლენილი დედამიწაზე პანდავების ნათესავად, მეგობრად და სამხედრო მრჩევლად, მათი გამარჯვების საწინდრად. მას ამკობს ეპითეტები: ბრძენი დამრიგებელი, მეომარი, ბოროტ სულთა დამმარცხებელი, ღვთაებრივი მწყემსი. ლეგენდები მის სიყვარულზე მწყემსი გოგონებისადმი უძველესი დროიდან შესულია ინდურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
წყარო
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.