ეპიტიმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 26 სექტემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპიტიმია - (ბერძ.) აკრძალვა. იგი გულისხმობს სხვადასხვა სახის საეკლესიო ხასიათის სასჯელებს, მაგ.: მარხვის დადგენა, მეტანიების შესრულება, დამატებითი ლოცვების შესრულება, განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავის შეკავება და სხვ. მისი მიზანია მონანულის კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მას აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.