აგრესიის აღკვეთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 2 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგრესიის აღკვეთა - სახელმწიფოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენება აგრესორის შეიარაღებული თავდასხმის შესაწყვეტად. ხორციელდება მოწინააღმდეგეზე ჯარების (ძალების) საპასუხო დარტყმების მიყენებით. იმავდროულად, ეკონომიკურ-პოლიტიკური, დიპლომატიური და წინააღმდეგობის სხვა ღონისძიებების გამოყენებით საომარი კონფლიქტის ადრეულ სტადიაში შესაწყვეტად, რათა თავიდან აიცილონ მისი ესკალაცია და ხელი შეუწყონ ურთიერთშეთანხმებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017