ადგილმდებარეობა
ადგილმდებარეობა - დედამიწის ზედაპირის ნაწილის ბუნებრივი და ხელოვნური გარემო. მოიცავს ბუნებრივ ელემენტებს, აგრეთვე მიმოსვლის გზებს, დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სოციალურ-კულტურულ ობიექტებს და სხვა.
ადგილმდებარეობა საბრძოლო ვითარების ერთ-ერთი ელემენტი.
ადგილმდებარეობა ხასიათდება თავისებურებების მიხედვით იგი არის ვაკე, მთაგორიანი, მთიანი;
დასერილობის ხარისხის მიხედვით – სუსტად დასერილი, საშუალოდ დასერილი და ძლიერ დასერილი;
გამავლობის მიხედვით – იოლად გამავალი, გამავალი, ძნელად გამავალი და გაუვალი;
თვალთვალისა და შენიღბვის პირობების მიხედვით – ღია, ნახევრად დახურული, დახურული; ბუნებრივი პირობების მიხედვით – უდაბნო, სტეპი (უდაბნო-სტეპისა), ტყიანი, ჭაობიანი, ტყიან-ჭაობიანი და სხვა.
ადგილმდებარეობის თვისებებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ საბრძოლო მოქმედების წარმოებაზე, ადგილმდებარეობის ტაქტიკურ თვისებებს უწოდებენ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017