ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა
ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა - საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსი. ხორციელდება საკუთარი ჯარების (ძალების) მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების ინტერესებისათვის, მოწინააღმდეგე ჯარების მოქმედების გართულებისა და მისთვის დანაკარგების მიყენებისათვის.
ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობაში შედის პოზიციების, რაიონების, ზღუდეების, მართვის პუნქტების საფორტიფიკაციო მოწყობა; საინჟინრო ღობურების მოწყობა და ნგრევის წარმოება; აეროდრომების, გადასასვლელების, ჯარების მოძრაობის და სამანევრო გზების მომზადება; ჯარებისა და ობიექტების შენიღბვის ღონისძიებები; წყალმომარაგების პუნქტების მოწყობა, მათი მოვლა-შენახვა და სხვა
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017