აეროზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 3 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აეროზოლი (aero _ აერო და გერმანული sol – ზოლი, კოლოიდური ხსნარი), აირის გარემოში არსებული მყარი ან თხევადი ნივთიერების ნაწილაკები, ზომით 10-6 - 10-2 სმ. არსებობს აეროზოლი კონდენსაციური (კვამლი, ნისლი, სმოგი) და დისპერგაციული (მტვერი, თხევადი ნაწილაკები).
სამხედრო საქმეში გამოიყენება დამცველი და შემნიღბავი აეროზოლი, რომლებსაც ღებულობენ აეროზოლწარმომქნელი შემადგენლობებიდან აეროზოლური საშუალებების დახმარებით.
სპეციალური ნივთიერების აეროზოლები დეტონაციით იწვევს დიდ დამანგრეველ ძალას, რაც გამოიყენება ვაკუუმურ ბომბებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017