აერონავიგაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:14, 3 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აერონავიგაცია - (საჰაერო ნავიგაცია), გამოყენებითი მეცნიერება, რომელიც სწავლობს ერთი პუნქტიდან მეორეში მოცემული ტრაექტორიით დადგენილ დროში საფრენი აპარატების ჰაერში საიმედო და უსაფრთხო ტარებას: ამუშავებს და იყენებს ნავიგაციის მეთოდებსა და საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც იანგარიშება ოპტიმალური ტრაექტორია და უზრუნველყოფილი ხდება მასზე საფრენი აპარატების მართვა; აგრეთვე განისაზღვრება მოძრაობის სიჩქარე და მიმართულება საფრენი აპარატის ადგილმდებარეობა დროის ნებისმიერი მომენტისათვის.

აერონავიგაციის შემადგენელი ნაწილია (კარია) თვითმფრინავთშორისი ნავიგაცია, რომელიც სწავლობს თვითმფრინავის (თვითმფრინავების ჯგუფის) მანევრების გათვლის და შესრულების მეთოდებს. მისი მიზანია თვითმფრინავების დაწყობის, ადგილის დაჭერის, გადაწყობის, გაშლის, საბრძოლო წყობაში გადასვლის, გაცილების, შეხვედრის, გაყოლის და ჰაერში საწვავით გამართვის განხორციელება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები