აერონავიგაციური შუქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:17, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აერონავიგაციური შუქი - საფრენ აპარატზე დაყენებული მანათობელი ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია საფრენი აპარატის ჰაერში და ხმელეთზე აღნიშვნისთვის და შეტაკების თავიდან ასაცილებლად.
მათი ფერი, მოქმედების კუთხეები და საფრენ აპარატზე განლაგების ადგილები რეგლამენტირებულია საერთაშორისო შეთანხმებებით, დარგობრივი და სახელმწიფო სტანდარტებით.
დანახვის მანძილი დამოკიდებულია შუქის ძალასა და ატმოსფეროს მდგომარეობაზე, შეიძლება აღწევდეს 15-20 კმ-ს. უკეთესი შემჩნევადობის მიზნით შესაძლებელია მუშაობდნენ იმპულსურ (ციმციმა) რეჟიმში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017