ავიამზიდების მრავალმიზნობრივი ჯგუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავიამზიდების მრავალმიზნობრივი ჯგუფი - აშშ-ისა და ნატოს ფლოტების წყალზედა ძალების ტაქტიკური ფორმირება. ჩვეულებრივ მოიცავს 1–2 მრავალმიზნობრივ ავიამზიდს, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის ბირთვს და 6–12 დაცვის ხომალდს. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ობიექტებზე, ხომალდებზე, მის წყალქვეშა ნავებსა და ფლოტის საჰაერო თავდაცვის ძალებზე დარტყმების მისაყენებლად. ავიამზიდების მრავალმიზნობრივი ჯგუფიის სიმძლავრის საფუძველს წარმოადგენს საგემბანე ავიაცია (100-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი ავიამზიდზე). შესაძლებელია შედიოდეს ავიამზიდთა შენაერთის შემადგენლობაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017