აკრძალული ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკრძალული ზონა – ადგილმდებარეობის (აკვატორიის ან საჰაერო სივრცის) მონაკვეთი (რაიონი), რომლის ფარგლებში მოსახლეობის, სატრანსპორტო საშუალებების, ჯარების ყოფნა და გადაადგილება აკრძალულია. აკრძალული ზონა დგინდება და ცხადდება: მშვიდობიანობის დროს – სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ხოლო ომიანობის დროს – სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ. აკრძალული ზონის დადგენისა და აკრძალვების ხასიათის შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მოსახლეობას. ადგილმდებარეობაზე ზონის საზღვრები აღინიშნება კარგად შესამჩნევი ნიშნებით და წარწერებით. აკრძალული ზონა შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები