ავარიული მარაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავარიული მარაგი - სურსათის, მედიკამენტების, პირველი საჭიროების საგნების, რადიოკავშირის და სიგნალიზაციის საშუალებების მარაგი. ინახება ხომალდებზე (გემებზე), საფრენ აპარატებზე. განკუთვნილია ავარიულ სიტუაციაში ეკიპაჟის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ავტონომიური არსებობისთვის. იყოფა ტარებად და საბორტე მარაგად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017