სატაცური
სატაცური – (Asparagus verticillatus L.); ოჯახი: სატაცურისებრნი (Asparagaceae). მცენარე სიმაღლით 2 მ-მდეა, სუსტი, მცოცავი ან მხოხავი ღეროთი. ძალიან დატოტვილი. კლადოდიუმები აშკა- რად სამწახნაგოვანია, სიგრძე – 5 სმ-მდე. მთავარ ღეროზე მრავალი კლადოდიუმია, 20 ცალი ერთად, ხოლო ტოტებზე – 3-6 ერთად. ფოთლები ქერცლოვანია. ყვავილები მოკლეყუნწიანია, გვერდითი ტოტების კენწეროებზე განლაგებული. ნაყოფი კენკრაა, წითელი. ყვ. ნაყ. V-VII. კახეთში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, გვხვდება ქვიან და მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში – დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.