გუბუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუბუ (ბალყ.-ყარაჩ. Губу) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ყაჩაღი და მოძალადე; ჩაუსაფრდება და კლავს ნართი ჩუელდის მამას – ყუბუს, რის გამოც ამ უკანასკნელის ვაჟი ორთაბრძოლაში ჩეხავს.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017